საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

15.მაისი.2026

    აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - ცოტნე ანანიძე და ზურაბ პატარაძე, ვოკალურ ანსამბლ „ბათუმის“ წევრებს შეხვდნენ.

    „თავისი ხელწერითა და დახვეწილი საშემსრულებლო მანერით გამორჩეული ანსამბლი „ბათუმი“ წლებია ქართული სიმღერის სამსახურშია. ჩვენი ერის ფოლკლორული თუ საესტრადო მუსიკის მარგალიტები, ბათუმელმა მომღერლებმა, არაერთ ქვეყანაში წარმოაჩინეს ღირსეულად, რითაც საქართველო, მისი უძველესი პოლიფონიური საგანძური მსოფლიოს გააცნეს“, - აღნიშნა ცოტნე ანანიძემ.

    საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელებმა, სამომავლო გეგმებზე საუბრის შემდეგ, მთელ შემოქმედებით ჯგუფს მადლობა გადაუხადეს ქვეყნისა და საერთაშორისო მასშტაბით ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის.

     ცოტნე ანანიძემ და ზურაბ პატარაძემ ანსამბლის წევრებს უახლოეს გასტროლებზე წარმატებები უსურვეს -  ანსამბლი „ბათუმი“ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, 20 მაისს, შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში სოლო კონცერტს გამართავს.

სურათები