შუახევის დელეგატი აჭარის უმაღლეს საბჭოში - ფრიდონ ფუტკარაძე, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე - ზურაბ პატარაძე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი - ედნარ ნატარიძე შუახევის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფლებში - ხიჭაურსა და გომარდულში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.
ხიჭაურში ადმინისტრაციული ცენტრის კეთილმოწყობა მიმდინარეობს, მთლიანად მოწესრიგდება საგზაო და მუნიციპალური ინფრასტრუქტურა. პროექტი ითვალისწინებს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოებისა და სკვერის რეაბილიტაციას, ასფალტ-ბეტონის საფარის, ფერდსამაგრი კედლების, დეკორატიული განათებისა და მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობას.
ახალი კოტეჯები შენდება და ტურისტული ინფრასტრუქტურა ეწყობა გომარდულში, რომელსაც დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს. აქ უკვე დასრულდა თანამედროვე სტანდარტების ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა, სადაც განთავსდება რწმუნებულის ოფისი, სამედიცინო პუნქტი და მრავალფუნქციური დარბაზი. პროექტი ითვალისწინებს შშმ პირებისთვის ადაპტირებულ გარემოს, ასევე მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას - აქვე იქნება მოსასვენებელი და საბავშვო სივრცეები, ფანჩატურები, საფეხმავლო ბილიკები, საკოცონე სივრცე, დამონტაჟდება გარეგანათება და ტერიტორია გამწვანდება.
ახალი პროექტები ხორციელდება ხიჭაურში, ჭვანასა და გომშიც.
შუახევის მუნიციპალიტეტში ასევე იმყოფებოდნენ: საქართველოს პარლამენტის წევრი - ანზორ ბოლქვაძე, , შუახევის მერი - ომარ ტაკიძე, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი - ზაზა შავაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.










