საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

04.ნოემბერი.2026
აჭარის უმაღლეს საბჭოში ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების განხილვის პროცედურები იწყება.
 
გადაწყვეტილება კანონმდებლებმა ბიუროს სხდომაზე მიიღეს, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე უძღვებოდა.
 
საკითხი საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ წარმოადგინა - მარინე გვიანიძის განცხადებით, რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების მიმოხილვა უმაღლეს საბჭოში, კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში შემოვიდა. სხდომებზე ანგარიშს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი - ედნარ ნატარიძე წარმოადგენს.
 
განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები.
სურათები