საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

06.ნოემბერი.2026
ხელვაჩაურის დელეგატი აჭარის უმაღლეს საბჭოში მინდია დიასამიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან ედნარ ნატარიძესთან, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერთან ზაზა დიასამიძესთან და საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსთან ზაზა შავაძესთან ერთად, მაჭახელას ხეობაში მეწყრული პროცესების შედეგად დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოებს გაეცნო.
 
პროექტის ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული მონაკვეთის აღდგენითი და პრევენციული სამუშაოები. ამ ეტაპზე დასკვნით ფაზაშია 138 მეტრი სიგრძის დამცავი ნაგებობის მშენებლობა. პარალელურად ხორციელდება გზის სავალი ნაწილის აღდგენა და დამცავი ზღუდარების მოწყობა.
 
აღნიშნული სამუშაოები მიზნად ისახავს საგზაო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, მეწყრული პროცესების შედეგად დაზიანებული მონაკვეთის მოწესრიგებასა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადაადგილების უსაფრთხო პირობების შექმნას.
სურათები