აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად (საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის -www.hr.gov.ge მეშვეობით) გამოცხადებული ღია და დახურული კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა. წარმოდგენილი განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმების შედეგად, კონკურსის მეორე ეტაპზე (გასაუბრებაზე) დასაშვებ კანდიდატთა რაოდენობაა:
ა)საფინანსო, შესყიდვებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილების მეოთხე რანგის პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი (1 საშტატო ერთეული) - 16 კანდიდატი;
ბ)მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მასმედიასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილების მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (1 საშტატო ერთეული) - 2 კანდიდატი.
კონკურსის მეორე ეტაპი - გასაუბრება, გაიმართება 2026 წლის 13 ნოემბერს, 12:00 საათზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციულ შენობაში. კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 11:00 საათზე და დასრულდება 11:30 საათზე.
