საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

11.ნოემბერი.2026
საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე - მინდია დიასამიძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს.
 
ინფორმაცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უფლების უმაღლესი საბჭოს ფრაქციის მიერ 2026 წლის საგაზაფხულო სესიაზე გამოყენების შესახებ, კანონმდებლებს მინდია დიასამიძემ გააცნო:
 
რეგლამენტის აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თუ ფრაქციის მიერ დანიშნულ კომიტეტის წევრს დროებით არ შეუძლია მიიღოს მონაწილეობა კომიტეტის მუშაობაში ან უმაღლესი საბჭოს წევრს ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება, მის დამნიშვნელ ფრაქციას უფლება აქვს, აღნიშნული წევრი დროებით შეცვალოს ფრაქციის სხვა წევრით, რის შესახებაც ფრაქცია წერილობით აცნობებს შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარეს. ეს უფლება, ფრაქციის თითოეული წევრის მიმართ კომიტეტის სხდომაზე დაუსწრებლობის შემთხვევაში, შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთი სესიის განმავლობაში არაუმეტეს სამჯერ. კომიტეტის წევრს, რომლის უფლებამონაცვლეც ესწრება კომიტეტის სხდომას, შესაბამისი კომიტეტის სხდომა გაცდენილად არ ეთვლება.
 
მინდია დიასამიძის განცხადებით, კომიტეტის მიერ მოკვლეული ინფორმაციით, ამ თვალსაზრისით, საგაზაფხულო სესიის განმავლობაში, საკანონმდებლო ორგანოში დარღვევა არ გამოვლენილა.
 
სხდომაზე, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ, ღია კენჭისყრით, ერთხმად  ნადიმ ვარშანიძე აირჩიეს.
სურათები