18 ოქტომბერი

                     

       18 ოქტომბერს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე, ზურაბ პატარაძე, ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლესი საბჭოში გიორგი რომანაძე, უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი, რეგიონის მთავრობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ქობულეთში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების კვლევითი ინსტიტუტის ახალი, თანამედროვე სტანდარტების ცენტრის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიას დაესწრნენ.

          აღნიშნული  სამეცნიერო ცენტრის საძირკველში, მშნებლობის დაწყების სიმბოლო - კაფსულა ჩააგდეს აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებმა - დავით გაბაიძემ, ზურაბ პატარაძემ, განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა.

- ახალი    ობიექტის  მშენებლობით  რეგიონს   მნიშვნელოვანი  სამეცნიერო-კვლევითი    ცენტრი  შეემატება -  აღნიშნა   დავით  გაბაიძემ   და  წარმატება  უსურვა   პროექტის  ავტორებს.

             მშენებლობისთვის ერთი მილიონ 578 ათასი ლარი დაიხარჯება. ახალი შენობა, კვლევითი სფეროს სპეციფიკისათვის საჭირო ინფრასტრუქტურით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იქნება.

       კვლევით ცენტრს სამშენებლო კომპანია შპს ,,ვექტორი“ აშენებს.

             მშენებლობა  2018 წლის   ივნისში დასრულდება.