მგალობლიშვილი ვლადიმერ

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო"

არჩევის ფორმა: პროპორციული; „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“

დაბადების თარიღი: 1985 წლის 13 ნოემბერი

ტელეფონი: (0322) 28 54 07

ელფოსტა: L.mgaloblishvili@sca.ge

განათლება: უმაღლესი,
სამართალმცოდნე-იურისტი, ბათუმის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი, მაგისტრის აკადემიური ხარისხი (2002-2007)

ადამიანის უფლებათა უმაღლესი სასწავლო კურსი, ,,ჰელსინკის ადამიანის უფლებათა ფონდი’’, პოლონეთი, ვარშავა (2012-2013)

სასწავლო პროგრამა დიდი ბრიტანეთი  ლონდონი 2022 წელი.   International house London   

საქმიანობა უმაღლეს საბჭოში:

- საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - 15.12. 2020 წ.

- განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის წევრი

- ღია მმართველობის საბჭოს წევრი

- ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი

სამუშაო გამოცდილება
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი, განათლების, კულტურის, მეცნიერების და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - 2016-2020 წწ.
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის წევრი; ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი - 2016-2020 წწ.
აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე  (2012-2016) საკურატორო სფერო ,,სახელმწიფო შესყიდვები’’/ სამართლებრივი მიმართულება

ა(ა)იპ ,, სამოქალაქო საზოგადოება ადამიანის უფლებებისათვის
და თავისუფლებებისათვის’’ თავმჯდომარე (2009-2012)

პროექტის ,,სამოქალაქო აქტივობის კლუბი’’ დირექტორი, ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს’’ მხარდაჭერით განხორციელებული პროექტი (2011-2012)

პრაქტიკული სახელმძღვანელოს „როგორ მივმართოთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს’’  ავტორი (2012) ,,ევროპის კავშირის’’ მხარდაჭერით განხორციელებული პროექტი

პროექტის ,,მოწყვლადი ჯგუფების სამოქალაქო ინტერესების დაცვის კამპანია აჭარის რეგიონში’’ - სამართლებრივი ექსპერტი, ,,ევროპის კავშირის’’ მხარდაჭერით განხორციელებული პროექტი (2010-2012)

პროექტის ,,სამართლებრივი განათლება ადამიანის უფლებებისთვის’’ დირექტორი, ,,ევროპის კავშირის’’ მხარდაჭერით განხორციელებული პროექტი  (2011-2012)
პროექტის ,,ჩაკეტილი სივრცე’’დირექტორი, ფონდ ,,ღია საზოგადოება საქართველოს’’ მხარდაჭერით განხორციელებული პროექტი (2010-2011)

შ.პ.ს ,,ტელეარხი 25-ის’’ თვითრეგულირების ორგანოს თავმჯდომარე (2010-2011)

პროექტის „მეც მაქვს გადაადგილების უფლება“ დირექტორი, ,,ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის’’ მხარდაჭერით განხორციელებული პროექტი (2010-2011)
,,საქართველოს სახალხო დამცველის‘’ რწმუნებული,, დასავლეთის რეგიონული სამმართველო  (2007-2009)

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“
ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი (2007)

შ.პ.ს ,,ბათუმის ნავთობტერმინალი’’ პროფესიული კავშირების
იურისტი (2006-2007)
წარმომადგენლობის პრაქტიკა სასამართლოებში ადმისტრაციულ და სამოქალაქო საქმეებზე (2006-2007) 
(2004-2006)   ბათუმის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის სტუდენტური კავშირის თავმჯდომარე)

საკანონმდებლო საქმიანობა - ინიციატივები:

2019  - ,,საქართველოს კანონში ,,  ზოგადი განათლების შესახებ’’ცვლილების  ინიცირება   საქართველოს პარლამენტში, რომლის თანახმად:  ცენტრალური ხელისუფლებისგან  ავტონომიურ რესპუბლიკებში განხორციელდება  საკანონმდებლო დელეგირება,  საჯარო სკოლებში აუდიტისა და ინსპექტირების ფუნქციების. ცვლილება მიღებულია ,,საქართველოს პარლამენტის’’ მიერ.
2018 - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის ,, განათლების ხელშეწყობის შესახებ’’  ინიცირება,,  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში’’   მიმდინარეობს განხილვა
2017 -   ,,საქართველოს კანონში ,,ზოგადი განათლების შესახებ’’ცვლილების  ინიცირება   ,,საქართველოს პარლამენტში’’, რომლის მიხედვითაც აჭარისა და აფხაზეთი განათლების სამინისტროებს მიენიჭათ საჯარო სკოლებში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის უფლებამოსილება. აღნიშნული კანონი მიღებულია  საქართველოს პარლამენტის მიერ.
2016 - აჭარის კანონი ,,ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ’’   ცვლილების ინიცირება, რომლის თანამხად განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს  პროგრამებზე აღარ ვრცელდება ქონების მართვისა და განკარგვის კანონი,  რათა ეფექტურად იქნას პროგრამის მიზნები მიღწეული.  მიღებულია  აჭარის უმაღლესი საბჭოს  მიერ.
2015 -  საქართველოს კანონში ,,გრანტების შესახებ’’ ცვლილების ავტორი, რომლის თანახმად: აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებს მიენიჭათ გრანტის გაცემის უფლებამოსილება.
პოლიტიკური საქმიანობა:

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“-ს წევრი (2012 წლიდან დღემდე)

საქართველოს რესპუბლიკური პარტია - წევრი (2003-2007)
სტაჟირებები და სასწავლო ვიზიტები:
2012 წ.- გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი, შვეიცარია ჟენევა;
2012 წ. - სასწავლო ვიზიტი - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და ევროსაბჭოში, სტრასბურგი, საფრანგეთი
ტრეინინგები და სემინარები:

2012 -  ფონდ ,,ღია საზოგადოება საქართველოს’’ მიერ ორგანიზებული ტრენინგი. სამოქალაქო ინტერესების დაცვა, მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში,
მხარდამჭერთა მოპოვება.

2010 - ,,ამერიკის სოლიდარობის ცენტრის’’ მიერ ორგანიზებული სემინარი: საერთაშორისო და რეგიონული შრომითი უფლებები, სავაჭრო სისტემები. საქართველოს მიერ
რატიფიცირებული შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციები.

2010 - ,,ამერიკის სოლიდარობის ცენტრი’’ ტრენერთა სწავლების ტრენინგები.

2008-2009 - თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა.
2009 - ,,ევროპის საბჭო’’ ,,დემოკრატიის საზაფხულო უნივერსიტეტი  ’’, სტრასბურგი, საფრანგეთი.
2008 - ,,ევროპის საბჭოს პროექტის „სახალხო დამცველის აპარატის გაძლიერების ფარგლებში ტრენინგი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-9 -10 , 11 მუხლების
შესახებ.
2008 - ,,საქართველოში ეუთოს მისიის“ მიერ ორგანიზებული ტრენინგი: ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა და ადამიანის უფლებები.
2008- ,,სახალხო დამცველის ‘’ აპარატის მიერ ორგანიზებული ტრენინგი ,,სახალხო დამცველის’’ აპარატის იურისტებისათვის „ადამიანის უფლებათა ევროპული და რეგიონული  სტანდარტები.

2008- ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი-Ctc „პრეზენტაციის უნარ-ჩვევები“;

2008 - ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი Ctc:  ადამიანური რესურსების მართვა

2008 - გაეროს განვითარების პროგრამა, კონფლიქტების მართვა.

2007-2008 - ტრენინგები ,,ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში’’ საქმის წარმოებაში;  სახალხო დამცველის აპარატის იურისტებისთვის.

2007 - ,,რაულ ვალენბერგის ინსტიტუტის’’ მიერ ორგანიზებული ტრენინგი, „ადამიანის უფლებათა გარანტიები  საქართველოს კანონმდებლობაში, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით.
2006- სასომხეთი, ,,ფრიდრიხ ნაუმანის’’ ფონდის ორგანიზებული
სემინარი, თავისუფლების ფილოსოფია.
2006- ,,ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის’’ მიერ ორგანიზებული
სემინარი, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო და ადვოკატის უნარ-ჩვევები.

2004 ,, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის’’  მიერ ორგანიზებული სემინარი, ინფორმაციის თავისუფლება.

2004  ,,საქართველოს გაეროს ასოციაციის’’ ორგანიზებული ტრენინგები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მართვა, პროექტების წერის უნარ-ჩვევები,  ორკვირიანი სტაჟირება საქართველოს წამყვან არასამთავრობო ორგანიზაციებში.
ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს
დაოჯახებული