17 თებერვალი, 2012 წელი.
გაიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აგრარული და თვითმმართველობის საკითხთა კომისიის სხდომა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ვაჟა ბოლქვაძე უძღვებოდა. სხდომას, რომლის დღის წესრიგი ორი საკითხით იყო განსაზღვრული, კომისიის წევრების გარდა, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსი ოლეგ ბოლქვაძე და სამმართველოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
15 თებერვალი, 2012 წელი.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გელა დეკანაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლების - წყავროკასა და მუხაესტატეს - მოსახლეობას შეხვდა.
09 თებერვალი, 2012 წელი.
გუშინ, აჭარას, ოფიციალური ვიზიტით, ყირგიზეთის 10-კაციანი საპარლამენტო დელეგაცია ეწვია. დელეგაციას, რომელშიც ოფიციალური პირების გარდა, ჟურნალისტებიც იყვნენ, ომურბეკ აბდირახმანოვი ხელმძღვანელობდა.
08 თებერვალი, 2012 წელი.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხა კომისიის წევრები ასმათ დიასამიძე, რამაზ სურმანიძე, ნარგული ასანიძე და გელა დეკანაძე ქედის მუნიციპალიტეტის სოფ. ახოს მოსახლეობასა და პედაგოგებს შეხვდნენ.
02 თებერვალი, 2012 წელი.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ახალ ადმინისტრაციულ შენობაში, მცირე დარბაზში პირველი რიგგარეშე სხდომა გაიმართა.
31 იანვარი, 2012 წელი.
გაიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა, რომელზეც მოწვეული იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე რამაზ ბოლქვაძე.
- კანონის პროექტი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2012 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ
- განცხადება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატში სტაჟირების გავლის შესახებ
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2012-2015 წლების პრიორიტეტები
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ კანონი
- sca.ge დომენის საფოსტო სერვერი
- უმაღლესი საბჭოს ახალი მისამართია: ქობულეთის მუნიციპალიტეტი, დაბა ჩაქვი, ჭავჭავაძის ქ.N13




















