28 აპრილი

 აჭარის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოსა და აპარატის წარმომადგენლები, გენდერული ბიუჯეტირების საკითხებთან დაკავშირებით, საირმეში გამართულ ორდღიან სწავლებაში მონაწილეობდნენ.

  „მსგავსი ტრენინგები აჭარის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის ნაწილია და ჩვენ კოორდინირებულად ვმუშაობთ საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოსთან, პარტნიორ ორგანიზაციებთან. ორი დღის განმავლობაში განვიხილეთ და ვიმსჯელეთ თვითმმართველობის პოლიტიკის ფარგლებში გენდერული ბიუჯეტირების კუთხით არსებულ გამოწვევებზე, საერთაშორისო ვალდებულებებზე, ამ მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში მოქმედ კანონმდებლობაზე, საერთაშორისო პრაქტიკასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. მიმოვიხილეთ და კიდევ ერთხელ გავაანალიზეთ უმაღლესი საბჭოსა და მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის საბჭოების სამოქმედო გეგმები, ასევე თანაშრომლობის პერსპექტივები“, - განაცხადა უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ ფატი ხალვაშმა.

 საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მიერ ორგანიზებული სწავლება, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ მუნიციპალური თანამშრომლობის ფარგლებში, ამჯერად აჭარის მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის საბჭოებისთვის გამართა.