03 მაისი

  „აჭარის უმაღლესი საბჭო მიესალმება სამოქალაქო თავდაცვის გაძლიერების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებს და მხარს უჭერს ამ მიმართულებით ახალგაზრდების ინიციატივებს“, - აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ტიტე აროშიძემ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ბსუ) გამართულ შეხვედრაზე.
  ღონისძიებაზე, რომელიც ტოტალური სამოქალაქო თავდაცვის გაძლიერების საკითხებს დაეთმო, ბსუ-სა და მოხალისეთა ორგანიზაცია - “ვემსახურები საქართველოს” შორის ურთიერთთანამშროლობის მემორანდუმი გაფორმდა.
  მემორანდუმი უნივერსიტეტში დასაქმებულებისა და სტუდენტების თავდაცვითი მიმართულებით სწავლებებში ჩართვას ითვალისწინებს. შეხვედრას აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები - ცოტნე ანანიძე და დავით ბაციკაძე ესწრებოდნენ.

განცხადებები

დღის წესრიგი