06 მაისი

მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარი დეპუტატი უმაღლეს საბჭოში - ფრიდონ ფუტკარაძე, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის მოადგილესთან - ტიტე აროშიძესთან და რეგიონის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, შუახევის მუნიციპალიტეტში გამართულ ტრადიციულ დღესასწაულს - ,,მარეთობას“ დაესწრო.

  სახალხო ზეიმი, რომლის მიზანი მარეთის  ისტორიული ხეობისთვის დამახასიათებელი ტრადიციების პოპულარიზაცია და შენარჩუნებაა, ამჯერადაც მრავალფეროვანი კულტურულ-სპორტული ღონიძიებებით აღინიშნა.

,,საპატიო მარეთელის“ წოდება მიენიჭა 6 მოქალაქეს, დაჯილდოვდნენ ღვაწლმოსილი და წარმატებული პედაგოგები, წარჩინებული ახალგაზრდები და სხვადასხვა სფეროში გამორჩეული ადამიანები.

  ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამონათლევის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიიდან მოსახლეობას გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.