საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

27 აგვისტო

   აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის დავით გაბაიძის მიერ ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 3 წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ კანდიდატებს მოუსმინეს  საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის  სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე - მამუკა თურმანიძე უძღვებოდა. ნოდარ მელაძემ, ირაკლი გვარჯალაძემ და მარიამ გუგუნავამ კანონმდებლებს საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებული ხედვები გააცნეს და უპასუხეს მათ შეკითხვებს. კომიტეტმა სამივე კანდიდატს მხარი დაუჭირა.

  აჭარის უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის შესახებ საკითხი, სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარემ - მამუკა თურმანიძემ წარმოადგინა. მისი განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოში გარკვეული პოლიტიკური სუბიექტებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის გამო, კომიტეტების წევრთა რაოდენობა 6-ის ნაცვლად, 5-ით განისაზღვრება. აქედან, 4 კვოტა ექნება ფრაქცია „ქართულ ოცნებას“, ერთი კი - დამოუკიდებელ დეპუტატს.

  კანონმდებლებმა  წარმოდგენილ საკითხს ერთხმად  დაუჭირეს მხარი და ასევე, ცნობად მიიღეს მამუკა თურმანიძის მიერ  სხდომაზე წარმოდგენილი ინფორმაცია უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უფლების უმაღლესი საბჭოს ფრაქციის მიერ 2025 წლის საგაზაფხულო სესიაზე გამოყენების შესახებ.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი