საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

09 ოქტომბერი

   ქობულეთის დელეგატი აჭარის უმაღლეს საბჭოში, ცოტნე ანანიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან, დენის სალუქვაძესთან, ქობულეთის მერის მოვალეობის შემსრულებელთან, ირაკლი ცეცხლაძესთან, სურსათის ეროვნული სააგენტოს, ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრის უფროსთან, დავით აშორდიასთან და სპეციალისტებთან ერთად, მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

  ქობულეთში მობილიზებულია 55 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა. მუნიციპალიტეტის 14 ადმინისტრაციულ ერთეულში ტარდება მავნებელთა საწინააღმდეგო ღონისძიებები თერმული ნისლისა და ცივი შესხურების თანამედროვე მეთოდის გამოყენებით.

  ცოტნე ანანიძის განცხადებით, სახელმწიფოს მთავარი მიზანია სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვა და ზიანის მინიმუმამდე შემცირება, რისთვისაც რეგულარულად ტარდება სათანადო ღონისძიებები.

  სურსათის ეროვნული სააგენტო წამლობით ღონისძიებას აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში ახორციელებს. ამ დროისთვის თერმული ნისლით 29 970 ჰექტარი, ხოლო ცივი შესხურებით 3 500-მდე ჰექტარი ფართობია დამუშავებული.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი