საბჭოს ანგარიში პლენარულ სხდომაზე განიხილება

06 ივნისი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს მორიგ სხდომაზე ამავე საბჭოს მიერ გაწეული საქმიანობის წლიური ანგარიშის უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენის შესახებ იმსჯელეს.

 გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ, წლიური ანგარიშის პარალელურად, უახლოეს მომავალში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა.

 საბჭოს წევრებმა მხარი დაუჭირეს ანგარიშის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე გატანას.