29 ივნისი

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  საკითხთა   კომიტეტის  სხდომაზე, ამავე კომიტეტის თავმჯდომარის - ლადო მგალობლიშვილის მიერ ინიცირებული კანონის პროექტი - „აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განათლების ხელშეწყობის შესახებ“,   მეორე მოსმენით განიხილეს.

 როგორც ლადო მგალობლიშვილმა აღნიშნა, კანონის პროექტში აისახა პირველი მოსმენისას გამოთქმული შენიშვნები, ასევე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის რეკომენდაციები.

 კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონის პროექტის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვას.