17 აგვისტო

აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელს.

II მომსმენით, შენიშვნების გათვალისწინებით დამტკიცდა დავით გაბაიძის მიერ სხდომაზე წარმოდგენილი კანონის პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებისა და საპატიო წოდებების შესახებ“.

გამარტივებული წესით, 15 ხმით მიიღეს კანონის პროექტი - ,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის სახსრების ხარჯზე გაცემული სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“, რომელიც სხდომაზე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა წარმოადგინა.

რიგგარეშე სესიას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე უძღვებოდა.