14 იანვარი

 თეატრალური სანახაობების ისტორია ჩვენს ქვეყანაში საუკუნეებს ითვლის. ტრადიციულ დღესასწაულებთან დაკავშირებული თეატრალური რიტუალები დღესაცაა შემორჩენილი არაერთ კუთხეში, რაც ხელოვნებისადმი ჩვენი ხალხის უდიდეს სიყვარულზე მეტყველებს. 
 1850 წლის 14 იანვარს, თბილისში, პირველი სპექტაკლი დაიდგა და სწორედ ეს თარიღი იქცა ქართული თეატრის პროფესიულ დღესასწაულად.
 თეატრალებსა და თეატრის მოყვარულებს გილოცავთ ქართული თეატრის დღეს!