28 თებერვალი

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა მეორე მოსმენით განიხილეს.

საკითხზე წამყვანი კომიტეტების სხდომაზე კანონის პროექტი უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ვლადიმერ მგალობლიშვილმა წარადგინა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის - დავით გაბაიძისა და უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის - ვლადიმერ მგალობლიშვილის ავტორობით მომზადებული კანონპროექტის თანახმად, აფხაზეთის ან აჭარის მთავრობის ნორმატიული აქტით შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, ახალგაზრდული პროექტების განსახორციელებლად და დასაქმების ხელშესაწყობად, გრანტის გაცემის უფლება მიეცემა.