02 ივლისი

  აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე - ტიტე აროშიძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ,  ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილთან, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე - თორნიკე რიჟვაძესთან, ხელისუფლების,    ქალაქ ბათუმის თვითმმართველობის, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის წარმომადგენლებთან ერთად, ბათუმის საკონტეინერო ტერმინალში, მეზღვაურებს პროფესიული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.

   საზღვაო სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის წელსაც დაჯილდოვდნენ მეზღვაურები, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პედაგოგები, ხოლო წარჩინებულ სტუდენტებს სტიპენდიების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.

 საზეიმო ღონისძიების მონაწილეებმა, დაღუპული მეზღვაურების ხსოვნის პატივსაცემად, ზღვაში გვირგვინი ჩაუშვეს.