08 აგვისტო

  აგვისტოს ომიდან 14 წლისთავზე, ბათუმში სამშობლოსათვის დაღუპული გმირები გაიხსენეს.  ტერიტორიული მთლიანობისთვის თავდადებულთა მემორიალთან, ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპულ გმირებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საზოგადოების წარმომადგენლებმა, ომის ვეტერანებმა და  ომში დაღუპულთა ახლობლებმა.