22 აგვისტო

  ზაურ ღლონტის გარდაცვალებიდან ერთი წლისთავზე, ქობულეთში, მისი საცხოვრებელი სახლის კედელთან მემორიალური დაფა განთავსდა. ფასდაუდებელია გამორჩეული ქობულეთელის, საზოგადო მოღვაწისა და ქალაქის კოლორიტის მიერ წლების განმავლობაში გაწეული ღვაწლი, რომელიც მას მიუძღვის ქობულეთისა და ქობულეთელთა წინაშე. ზაურ ღლონტის სახელს უკავშირდება არაერთი მნიშვნელოვანი საქმე და წამოწყება, რომელმაც თავისი სასიკეთო კვალი დატოვა ზღვისპირა ქალაქის ცხოვრებაში.

   მისი შრომის, ღვაწლის დაფასების ნიშნად, საცხოვრებელ სახლზე მემორიალური დაფის გახსნის ღონისძიებას ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატები აჭარის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს პარლამენტში - ცოტნე ანანიძე და ზაალ მიქელაძე, ქალაქის მერთან - ლევან ზოიძესთან, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოებრიობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.