27 აგვისტო

 ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით ბათუმში დასუფთავების აქცია მოეწყო. აქციაში, ქალაქის მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე - ტიტე აროშიძე, ქალაქის მერი არჩილ ჩიქოვანი და საჯარო მოხელეები ჩაერთვნენ.

 "ჩვენთვის მნიშვნელოვანია სუფთა გარემო და სუფთა ქალაქი. ბათუმი ყოველთვის გამოირჩეოდა სტუმრების ღირსეული დახვედრითა და მასპინძლობით. ამ აქციის მიზანიც ჩვენი სტუმრებისა და ბათუმელებისათვის სუფთა გარემოს უზრუნველყოფა იყო და მსგავსი აქციები სამომავლოდაც გაგრძელდება. მთლიანად დასუფთავდა და მოწესრიგდა სანაპირო ზოლი, ამასთან, ბათუმის მერიის ყველა სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს", - აღნიშნა ტიტე აროშიძემ. მისივე განცხადებით, ქალაქისა და სანაპირო ზოლის მოვლა-დასუფთავების ღონისძიებები ყოველდღიურად, უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება.