23 სექტემბერი

      ბათუმი ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის მეხუთე საერთაშორისო კონფერენციას „Geoanesthesia-2022-ს“ მასპინძლობს.

     „ძალზე მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ კონფერენციას ტრადიციული სახე მიეცა და ის ყოველწლიურად იმართება. რომ არა მსგავსი კომუნიკაცია, გამოცდილების ურთიერთგაზიარება, რომელიც დაგროვდა ევროპასა  და ზოგადად, წამყვან ქვეყნებში, ვერ შევძლებდით პანდემიასთან ბრძოლას,“ - აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ტიტე აროშიძემ “ანესთეზიოლოგ - რეანიმატოლოგთა კავშირის”  მიერ ორგანიზებული კონფერენციის გახსნის ღონისძიებაზე.

     უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის - ილია ვერძაძის განცხადებით, ნებისმიერი გამოწვევა ადამიანის ჯანმრთელობაზე გადის, რაც უდიდეს პასუხისმგებლობას ნიშნავს. უმაღლესი საბჭოს წევრმა თავის მისასალმებელ სიტყვაში მედიკოსებს, პანდემიასთან ბრძოლაში გამოჩენილი თავდაუზოგავი შრომისათვის მადლობა გადაუხადა და ფორუმის მონაწილეებს წარმატებები უსურვა.

        „Geoanesthesia-2022-ის“ მიმდინარეობისას, ქართველი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგების, ტოქსიკოლოგებისა და გადაუდებელი მედიცინის სპეციალისტების გარდა, გერმანიიდან, ისრაელიდან, უკრაინიდან, უნგრეთიდან, ავსტრიიდან, სომხეთიდან,  საფრანგეთიდან,   და ა.შ. ჩამოსული სპიკერების მოხსენებებს მოისმენენ.

         კონფერენციის მომზადებასა და მუშაობაში საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის, საქართველოს, აჭარის მთავრობის, მედიცინის, განათლების და მეცნიერების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

  

 

 

განცხადებები