23 სექტემბერი

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე თურქეთის ქალაქ ტრაპიზონში, ბიზნესფორუმის გახსნის ღონისძიებას ქალაქ ბათუმის მერთან - არჩილ ჩიქოვანთან, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძესთან ერთად დაესწრო.

ფორუმის გახსნამდე, რომელსაც საქართველოსა და თურქეთის ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, აჭარის დელეგაციამ შეხვედრები გამართა ტრაპიზონის გუბერნატორთან და ქალაქის მერთან.ხელი მოეწერა  ბათუმსა და ტრაპიზონს შორის ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმების განახლების აქტს.

 „ბათუმის დღეები“ ქალაქ ტრაპზონში ოფიციალურ შეხვედრებთან ერთად მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა.