11 იანვარი

 უმაღლესი საბჭოს ბიუროს  პირველ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს.

 პეტიციები - აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე არსებული საზაფხულო იალაღებისთვის დამატებითი სასწრაფო-სამედიცინო მანქანების შეძენისა და ზაფხულობით იალაღებზე მცხოვრები მოსახლეობის პერიოდული უფასო სამედიცინო კვლევების ჩატარების შესახებ (ავტორი: ნესტან ანანიძე) და მუნიციპალიტეტებში არაფორმალური განათლების მულტიფუნქციური ცენტრების ამოქმედებისა და ადგილობრივი მოსახლეობისათვის დამატებითი სოციალური სივრცეების შექმნის შესახებ (ავტორი: გვანცა ვარშანიძე) სხდომაზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ წარმოადგინა, განისაზღვრა წამყვანი კომიტეტები.

 ბიურომ ასევე იმსჯელა სხვადასხვა საკითხზე.