01 თებერვალი

   აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ილია ვერძაძე და ამავე კომიტეტის აპარატის უფროსი - ლეილა ღოღობერიძე ბათუმში გამართულ შეხვედრა-დისკუსიას  დაესწრნენ თემაზე - „ ზრუნვა ახალგაზრდობის ფსიქიკური კეთილდღეობოსთვის და არსებული სერვისები აჭარის რეგიონში“

  შეხვედრა, რომელიც ფონდის -  „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“  ორგანიზებით გაიმართა, ფსიქოაქტიური საშუალებების მოხმარების პრევენციაზე სახელმწიფო სტრუქტურების პოლიტიკას, სარეაბილიტაციო სერვისებს, უსაფრთხო გარემოს შექმნისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს დაეთმო.

 „დემოკრატიის ინსტიტუტი“, პირველ ეტაპზე, აჭარასა და იმერეთში, მთავარი გამოწვევების გამოვლენის მიზნით, კვლევასა და  ადვოკატირებას გეგმავს.

 პროექტი სამოქალაქო საზოგადოება აღდგენისუნარიანობისა და უსაფრთხოებისთვის (CiSSCo) დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და  ფონდი - „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში“ „დემოკრატიის ინსტიტუტთან“ ერთად ახორციელებს.