დადგენილების პროექტი ბიუროს წარედგინება

16 მაისი

                   

      აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის 16 მაისის სხდომაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებული, ერთი საკითხი განიხილეს.

     აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ“,  სხდომაზე ამავე კომისიის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ წარმოადგინა.

     საკითხის  ბიუროს სხდომაზე გატანას  კომისიის წევრებმა  ერთხმად დაუჭირეს მხარი.