ბელორუსიაში ვიზიტი გრძელდება

13 ივნისი

   აჭარის დელეგაციის ვიზიტი ბელორუსიაში გრძელდება.  5-კაციანი დელეგაციის წევრები - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის ლადო მგალობლიშვილის ხელმძღვანელობით, ვიზიტის ფარგლებში, ბელორუსიის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს სამოქალაქო უსაფრთხოების უნივერსიტეტის ბორისოვის საერთაშორისო სასწავლო ცენტრს ეწვივნენ.

   ქართული დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს ცენტრის შენობა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, გამოცდილების გაზიარების მიზნით, გაეცნენ სასწავლო პროგრამებსა და ძირითად მიმართულებებს.

განცხადებები

დღის წესრიგი

რეგლამენტის პროექტი