კომიტეტების გაერთიანებული სხდომა

26 ივნისი

   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ, აგრარულ და გარემოს დაცვის, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, რომელსაც ლადო მგალობლიშვილი უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი განიხილეს.

   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებისა და უწყებების ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შესახებ ინფორმაცია ფინანსთა და ეკონომიკის მინსიტრმა რამაზ ბოლქვაძემ წარმოადგინა. მომხსენებელმა უპასუხა შეკითხვებს, მოისმინა კანონმდებელთა შენიშვნები და წინადადებები.

   კომიტეტებმა, სხდომაზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით, მხარი დაუჭირეს საკითხის წამყვანი - საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტისთვის წარდგენას.

განცხადებები