25 ივლისი

 აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ბათუმის №3 საპყრობილეში პატიმრების პრობლემებს და საკნებში არსებულ მდგომარეობას გაეცნო.

 ცოტნე ანანიძემ პენიტენციალურ დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ, მასმედიასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია პატიმრებთან მიმართებაში სათანადო და ჰუმანური მოპყრობა, რასაც აქამდე განხოცირლებული მონიტორინგის ფარგლებში დიდ ყურადღებას ვუთმობდი.

იგი იმ მსჯავრდებულებსაც შეხვდა, რომელთა ოჯახის წევრებმაც თხოვნით მიმართეს უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს დაინტერესებულიყო ბათუმის №3 საპყრობილეში არსებული მდგომარეობით. ცოტნე ანანიძემ, პატიმრებთან შეხვედრების შემდეგ, არსებულ პრობლემატურ საკითხებსა და მათი გადაჭრის გზებზე დაწესებულების ხელმძღვანელთან ისაუბრა.

უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პენიტენციურ დაწესებულებაში მონიტორინგის მიზნით მერვედ იმყოფებოდა. განხორციელებული მონიტორინგის პერიოდში ცოტნე ანანიძის შუამდგომლობითა და რეკომენდაციით არაერთ პატიმარს გაეწია სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურება და იურიდიული კონსულტაცია.

ცოტნე ანანიძე პენიტენციური დაწესებულების მონიტორინგს მომავალშიც გააგრძელებს.