07 აგვისტო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ კარანაძემ და აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ წულაძემ ბელგიის ერთ-ერთი გამორჩეული რეგიონის - ვალონიის ტურიზმის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს პიერ კოენეგრახტსა და პროექტის - „Wallonie Belgique Tourizme -ის” მენეჯერს მიშელ იანოვსკის უმასპინძლეს.

შეხვედრაზე ჩვენი ქვეყნის ევროსტრუქტურებში ინტერგაციის საკითხებსა და რეგიონულ ურთიერთობებზე გამახვილდა ყურადღება. აღინიშნა, რომ უახლოეს მომავალში აჭარასა და ვალონიას შორის გაფორმდება თანამშრომლობის მემორანდუმი ტურიზმის მიმართულებით, ამასთან დაიწყება მოლაპარაკებები ორივე რეგიონის საკანონმდებლო ორგანოებს შორის ანალოგიური დოკუმენტის გაფორმებასა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გაცვალეს საჩუქრები და გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.