18 აგვისტო

                  ბათუმის „სამედიცინო ცენტრს“ ახალი ფლიგელი შეემატა

    აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან - თორნიკე რიჟვაძესთან, რეგიონის მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის წევრებთან ერთად ბათუმის „მედ ცენტრის“ ახალი ფლიგელის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

      მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ და  ქალაქ ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს.

    ულტრათანამედროვე ტექნიკით  აღჭურვილი, 140 საწოლზე გათვლილი   სამედიცინო დაწესებულება  მსურველებს  15-მდე სხვადასხვა მიმართულებით მოემსახურება.  პაციენტებს ადგილზე ჩაუტარდებათ  დიაგნოსტიკა,  ნევროლოგია-ნეიროქირურგია, ტრავმატოლოგია, ანესთეზია-რეანიმაცია, ემერჯენსი და სხვა.

     სტუმრებმა დაათვალიერეს სამედიცინო ცენტრი, გაეცვნენ მის შესაძლებლობას, გაესაუბრნენ პაციენტებსა და სამედიცინო პერსონალს.