11 სექტემბერი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი   პარანიჩბოსნობის ფედერაციის“ პრეზიდენტს თენგიზ დიასამიძესა და მოქმედ პარასპორტსმენს ჯონი თოფურიას შეხვდა.

ფედერაციის პრეზიდენტმა შეხვედრაზე ისაუბრა ზემოაღნიშნული სპორტის განვითარებისა  და შშმ -პირთა ჩართულობის მნიშვნელობაზე, ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს წარმოჩენისათვის მნიშვნელოვანია „პარანიჩბოსნობის“ სახეობის სხვადასხვა ქალაქში ეტაპობრივი განვითარება.

ლადო მგალობლიშვილმა აღნიშნა, რომ პარანიჩბოსნობას საჭიროა ჰქონდეს შესაბამისი მხარდაჭერა, რათა პარასპორტსმენებმა შეძლონ უკეთ მომზადება სხვადასხვა დონის სპორტული შეჯიბრებებისთვის. სტუმრებს კომიტეტის თავმჯდომარემ კომპეტენციის ფარგლებში მხარდაჭერა აღუთქვა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მინდია დიასამიძე.