04 ოქტომბერი

     საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრობის - მრჩევლის კანდიდატის შესარჩევმა საკონკურსო კომისიამ რიგით მეორე სხდომაზე, კონკურსის პირველი ეტაპისთვის გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, კონკურსში მონაწილეობის მსურველთა დოკუმენტაცია გადაამოწმა -  4 კონკურსანტს დაუდგინდა  ხარვეზი და მათ აღმოსაფხვრელად ვადა 2018 წლის 9 ოქტომბრის 18:00 საათის ჩათვლით განესაზღვრათ. შესაბამისი დოკუმენტები, აღნიშნულ ვადაში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციულ შენობაში ან ელექტრონულად უნდა წარმოადგინონ.

    კონკურსის მეორე ეტაპი - გასაუბრება 13 ოქტომბერს, 10:00 საათზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციულ შენობაში (მის: დაბა ჩაქვი, ბ. მეგენეიშვილის ქ. N 25) გაიმართება.

   დეტალური ინფორმაცია იხილეთ: http://sca.ge/geo/static/275