„მაჭახლობა -2018“

07 ოქტომბერი

    აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, უმაღლესი საბჭოს წევრი - პეტრე ზამბახიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან - თორნიკე რიჟვაძესთან, რეგიონის მთავრობის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, „მაჭახლობის“ დღესასწაულს დაესწრნენ.

     სახალხო ზეიმი ამჯერადაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სინდიეთში გაიმართა.     დღესასწაული ისტორიული ხეობის სტუმრებსა და ადგილობრივებს აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა და მოწვეულმა სტუმრებმა მიულოცეს.

     სახალხო ზეიმზე, რომელსაც 12 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი, ხეობის „საპატიო სტუმრებად“  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სულხან ღლონტი, თურქეთის შოთა რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი სალომე ბარამიძე და ვიცე-პრეზიდენტი ორჰან ბერიძე დასახელდნენ.

     ღონისძიება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. მოეწყო ხელნაკეთი ნივთების, ხეობისათვის დამახასიათებელი ტრადიციული კერძების გამოფენა და სპორტული შეჯიბრებები.

 

 

 

 

განცხადებები

დღის წესრიგი

რეგლამენტის პროექტი