30 იანვარი

     აჭარის  უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში ,,აჭარის  ავტონომიურ  რესპუბლიკაში    გენდერული თანასწორობის განხორციელების ღონისძიებათა 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის“ განხილვის პროცედურები იწყება. გადაწყვეტილება კანონმდებლებმა უმაღლესი საბჭოს ბიუროს მე-3 სხდომაზე მიიღეს. დადგენილების პროექტი გენდერული თანასწორობის საბჭოს  თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა.

      ბიურომ ასევე იმსჯელა და განხილვის ვადა გაუგრძელა  ნინო ჩხეტიას მიერ წარმოდგენილ კიდევ ერთ საკითხს  - „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“  საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენის შესახებ” დადგენილების პროექტს.  ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივის განხილვისთვის  წამყვან -საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს ვადა - 31 მარტამდე, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტს კი - 20 მარტამდე განესაზღვრა.