20 ივნისი

 აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე, რომელსაც ლადო მგალობლიშვილი უძღვებოდა, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს მოუსმინეს - ჯაბა ფუტკარაძემ ორი კომიტეტის წევრებს მთავრობის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია გააცნო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შესახებ.

 ორივე კომიტეტმა წარმოდგენილი ინფორმაცია ცნობად მიიღო.