09 აგვისტო

   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ნინო ჩხეტია, ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ ქალთა უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრა-დისკუსიას დაესწრო.

   შეხვედრაზე, რომელშიც წარმომადგენლობითი ორგანოების, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ საპარლამენტო მდივანმა ლიკა საჯაიამ, ბოლო დროს ქალთა უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის მიერ განხორციელებულ ცვლილებებსა და დღეს არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. ძირითადი მოხსენების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელზეც შეხვედრის მონაწილეებმა თავიანთი მოსაზრებები და რეკომენდაციები წარმოადგინეს.