სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომა

02 ოქტომბერი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნება - მაჟორიტარების“ თავმჯდომარე ილია ვერძაძე სოციალური პარტნიორობის სამმხრივი ტერიტორიული კომისიის მესამე სხდომას დაესწრო.
 სხდომაზე, რომელსაც აჭარის  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე - ნინო ნიჟარაძე უძღვებოდა,  უმაღლესი საბჭოს წევრმა - ილია ვერძაძემ, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ - ირაკლი პეტრიაშვილმა და უკრაინის პროფკავშირების ფედერაციის პრეზიდენტმა - გრიგორ ოსოვოიმ, რეგიონულ დონეზე კომისიის შექმნის მნიშვნელობაზე, სოციალური პარტნიორობისა და დიალოგის შედეგად პრობლემების მოგვარების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
  როგორც აღინიშნა, 2019 წლის 15 მარტის კომისიის სხდომის საოქმო გადაწყვეტილებით შექმნილ სამუშაო ჯგუფს, შვებულების გამოთვლის შესახებ საკითხის შესწავლის, შესაბამისი რეკომენდაციის პროექტის მომზადებისა და მისი კომისიისათვის წარდგენისათვის დამატებით ორი თვის ვადა მიეცა, ასევე შეიქმნა მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც ორ თვეში კომისიას წარუდგენს სამოქმედო გეგმას.
  სოციალური პარტნიორობის სამმხრივი ტერიტორიული კომისია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2018 წლის 24 აპრილის N10 დადგენილებით შეიქმნა.
  სხდომა  შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მხარდაჭერით გაიმართა.

Начало формы