გილოცავთ ადვოკატთა დღეს

08 ნოემბერი

 2011 წლიდან, ადვოკატთა ასოციაციის ინიციატივით, 8 ნოემბერს საქართველოში ადვოკატთა პროფესიული დღე აღინიშნება. თარიღი ინიციატორებმა სიმბოლურად შეარჩიეს, ვინაიდან სწორედ ამ დღეს დაიბადა ილია ჭავჭავაძე, პროფესიით იურისტი, რომელმაც თავისი ცხოვრება სამართლიანობისა და სიმართლისათვის ბრძოლას შეალია.
ადვოკატის პროფესია ერთ-ერთი უძველესია და უმნიშვნელოვანესიც, რომელიც სათანადო განათლებასთან ერთად, მთელ რიგ ადამიანურ ღირებულებებს მოიცავს. ეს არის პროფესია, რომელიც მთლიანად ადამიანის უფლებების, მათ შორის სამართალდამრღვევი მოქალაქეების უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული.
ძვირფასო ადვოკატებო, გილოცავთ პროფესიულ დღეს და გისურვებთ წარმატებებს.