03 დეკემბერი

 საერთაშორისო კვლევებით დასტურდება , რომ შშმ პირების მიმართ საზოგადოების მხრიდან გარკვეული სტიგმა არსებობს. სამწუხაროდ, ხშირია თავის არიდების, გადაჭარბებული დაცვის, გარიყვის, სიბრალულის, დაცინვისა და აგრესიის შემთხვევებიც კი. მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ამ მიმართულებით უამრავი ღონისძიება ხორციელდება, შშმ პირებს კვლავაც ექმნებათ გადაადგილების, განათლების, დასაქმების, რესურსებზე ხელმისაწვდომობისა და სხვა პრობლემები. სწორედ ამიტომ დიდი მნიშვენელობა აქვს საზოგადოების თითოეული წევრის ცნობიერების ამაღლებას და სოლიდარობას შშმ პირების მიმართ. მიგვაჩნია, რომ ისინი აქტურად უნდა იყვნენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულნი  და მონაწილეობას უნდა ღებულობდნენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში.

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტმა, სხვა უფლებებთან ერთად, 2019 წელს პრიორიტეტად განსაზღვრა აჭარაში შშმ პირების უფლებრივი საკითხები და ამ მიმართულებით არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიება - შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.