05 დეკემბერი

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ ცნობილ მეცნიერს, ექიმსა და პედაგოგს აკაკი ბერიძეს 80 წლის იუბილე მიულოცა.

 საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ იუბილარს სამეცნიერო საქმიანობასა და სამედიცინო სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის უმაღლესი საბჭოს მადლობის სიგელი გადასცა.

 ემერიტუს-პროფესორი აკაკი ბერიძე წლების განმავლობაში ადამიანების ჯანრთელობის სამსახურშია და ის ამჟამად კლინიკა „მედინას“ ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელია.

 სასტუმრო „ინტურისტში“ გამართულ საიუბილეო ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები - მერაბ კარანაძე, ნუგზარ სურმანიძე, ხელისუფლებისა და სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები