კანონის პროექტი მესამე მოსმენისთვის მომზადებულია

17 დეკემბერი

 „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ კანონის პროექტი  III მოსმენით განიხილეს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ნინო ჩხეტია უძღვებოდა.

 საკითხის განხილვამდე, სხდომა, ამჯერადაც ბოიკოტის ნიშნად, დატოვა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გია აბულაძემ. განხილვის პროცედურაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა გიორგი ცინცქილაძემ.

 კანონის პროექტი კომიტეტის წევრებს მისმა ინიციატორმა, უმაღლესი საბჭოს წევრმა - დავით გაბაიძემ წარუდგინა. კომიტეტმა პროექტი უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისთვის მომზადებულად მიიჩნია.

განცხადებები