ბიუროს 24-ე სხდომა

30 დეკემბერი

 აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრად - მრჩევლად შერჩეულ კანდიდატურას საკანონმდებლო ორგანოს უახლოეს პლენარულ სხდომაზე ეყრება კენჭი. გადაწყვეტილება კანონმდებლებმა ბიუროს რიგით 24-ე სხდომაზე მიიღეს.

 როგორც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ აღნიშნა, საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული სამი კანდიდატიდან (ირმა ზოიძე, ლაშა ზარგინავა, გიორგი ქარცივაძე), ოპოზიციურმა ფრაქციამ გიორგი ქარცივაძის კანდიდატურა წარმოადგინა.

 ბიურომ სხდომაზე ასევე იმსჯელა და მხარი დაუჭირა უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის დეტალურ განწერაში შესატან ცვლილებას, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს აპარატის უფროსმა ზურაბ ჭურკვეიძემ წარმოადგინა.

განცხადებები