საკანონმდებლო ორგანო პლენარული სხდომისთვის ემზადება

29 აპრილი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში პლენარული სხდომისთვის ემზადებიან.

 სხდომამდე ერთი დღით ადრე, საკანონმდებლო ორგანოში, სპეციალისტთა რეკომენდაციების გათვალისწინებით, ვირუსის საპრევენციო ღონისძიებები გატარდა: სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავდა სხდომათა დარბაზი და მთლიანი შენობა. გარდა ამისა, შენობის ყველა სართულზე,  ჩვენს ქვეყანაში პანდემიასთან ბრძოლის დაწყების დღიდან, განთავსდა ხელების დასამუშავებელი სპეციალური სადეზინფექციო აპარატები.

 სადეზინფექციო სამუშაოები უმაღლეს საბჭოში პერმანენტულად ტარდება.