06 აგვისტო

 

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები ამჯერად აგრარული და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე წარადგინა ფინანსთა  და ეკონომიკის მინისტრმა - ჯაბა ფუტკარაძემ. ძირითადი საბიუჯეტო პარამეტრების, რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესი პროგრამებისა და პროექტების შესახებ ინფორმაციის მოსმენის შემდეგ, კომიტეტის წევრები მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებებითა და ინფრასტრუქტურული პროგრამების მიმდინარეობით დაინტერესდნენ.

 სხდომაზე სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებსა და კანონის პროექტით გათვალისწინებულ საბიუჯეტო ცვლილებებზე დეტალურად ისაუბრა სოფლის მეურნეობის მინისტრმა. ტიტე აროშიძის განცხადებით, პროექტის თანახმად, უწყების ბიუჯეტი 15 მილიონ 700 ათასი ლარია და მასში 3 ძირითადი მიმართულებით იზრდება დაფინანსება. ეს შეეხება სოფლად მეწარმეობის ხელშეწყობას და მექანიზაციით უზრუნველყოფას, საგრანტო განაცხადებსა და ციტრუსოვანთა მოსავლის აღება-რეალიზაციის ხელშეწყობას.

 კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ კომიტეტმა კანონის პროექტი პლენარული სხდომისთვის მომზადებულად მიიჩნია.

 სხდომაზე განიხილეს და ცნობად  მიიღესსაქართველოს პარლამენტიდან  წარმოდგენილი  საკანონმდებლო ინიციატივები: „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ და „ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონებში შესატანი ცვლილებები სხდომაზე აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ვახტანგ წულაძემ წარმოადგინა.