14 აგვისტო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოს №3 სხდომაზე დღის წესრიგით გათავლისწინებულ ორ საკითხზე იმსჯელეს:

   1.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის 2020- 2021 წლების სამოქმედო გეგმაში შესატანი ვალდებულებების განხილვა და დამტკიცება;

   2.ღია მმართველობის საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფის წევრობაზე ორგანიზაცია„მწვანე სექტორის“ განცხადების განხილვა;

 საბჭომ დაამტკიცა  2020 -2021 წლების სამოქმედო გეგმით შესასრულებელი ვალდებულებები და გაწერა შესრულების თარიღები.

 სამოქმედო გეგმაში შესული ინიციატივები ითვალისწინებს საბჭოს საქმიანობის ღიაობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდას, მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების დანერგვას და საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესებას, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. აჭარის უმაღლეს საბჭოში სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის შექმნა, საკანონმდებლო პროცესში საჯარო კონსულტაციების დანერგვა, საბჭოსა და მისი კომიტეტების ყოველწლიური სამოქმედო გეგმებისა და ანგარიშების საზოგადოებისათვის წარდგენა

 მეორე საკითხთან დაკავშირებით საბჭოს წევრებმა დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს, რომელიც ა(ა) იპ „მწვანე სექტორის“ ღია მმართველობის საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობის მიღებას ეხებოდა.

სხდომას უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოს მხარდამჭერია ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტი „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში“. პროექტი მჭიდროდ თანამშრომლობს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) საქართველოს პარლამენტსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ღია მმართველობის პრინციპების ხელშეწყობის მიზნით.