18 სექტემბერი

  „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, ბიუროს გადაწყვეტილებით, უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში ჩაეშვა განსახილველად, განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები.

  კანონის პროექტის მიღება, რომელიც ბიუროს 24-ე სხდომაზე უმაღლესი საბჭოს წევრმა დავით გაბაიძემ წარმოადგინა, საქართველოს «საარჩევნო კოდექსში“ ბოლო დროს შესული ცვლილებებითაა განპირობებული. კანონპროექტის თანახმად, უმაღლესი საბჭოს 2020 წლის არჩევნებში უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის პირს აღარ მოეთხოვება ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარდგენა. თუმცა ნარკოლოგიური შემოწმების გავლისა და ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობების წარდგენის ვალდებულება კანონპროექტით ეკისრებათ უმაღლესი საბჭოს 2020 წლის არჩევნებში უმაღლესი საბჭოს წევრად არჩეულ პირებს. 

 ბიუროს გადაწყვეტილებით, პლენარულ სხდომებზე განიხილება უმაღლესი საბჭოს კომიტეტების  ყოველწლიური საქმიანობის ანგარიშები. საკითხი სხდომაზე საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ წარმოადგინა.

 ბიუროს წევრებმა ასევე მხარი დაუჭირეს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის - ზურაბ ჭურკვეიძის მიერ  წარმოდგენილ საკანონმდებლო ორგანოს ბიუჯეტის დეტალურ განწერაში შესატან ცვლილებებს.