31 ოქტომბერი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ, მეუღლესთან ერთად, არჩევანი ქალაქ ბათუმის 49-ე უბანზე გააკეთა:

 "არჩევანი გავაკეთე იმ პოლიტიკური ძალისა და მაჟორიტარების სასარგებლოდ, ვინც, ჩემი აზრით, ყველაზე მეტად იმსახურებს ნდობას, აქვს სათანადო ცოდნა, გამოცდილება და ადამიანური რესურსი იმისათვის, რომ განაგრძოს საქართველოს სწორი, სტაბილური განვითარება", - აღნიშნა დავით გაბაიძემ.